სესხის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ სასესხო განაცხადი. ამისათვის საჭიროა ჩვენს ვებ-გვერდზე აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თანხა და ვადა, გაიაროთ რეგისტრაცია. სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხის მისაღებად, უნდა გადმორიცხოთ 1 თეთრი თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს რომელიმე საბანკო ანგარიშზე.
სესხის მიღება შეგიძლიათ თუ თქვენ:
• ხართ საქართველოს მოქალაქე და უკვე შეგისრულდათ 22 წელი;
• წარმოადგინეთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• გაქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო და ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;
• გაქვთ საბანკო ანგარიში, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
• სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ჩვენ შევამოწმებთ თქვენს საკრედიტო ისტორიას, გადახდისუნარიანობას და შედეგების მიხედვით თქვენზე სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება გაცემული.
საკმარისია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ძველი პირადობა ან ID ბარათი), ასევე გაითვალისწინეთ, რომ ,,თავდები პირი" არ არის საჭირო.
სესხის დაფარვა შესაძლებელია: ინტერნეტ ბანკით, სწრაფი გადახდის აპარატითა და ბანკის ფილიალიდან.
მიმღები: შ.პ.ს აქსიფინა
ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
საქართველოს ბანკი ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000613034001
თიბისი ბანკი ანგარიშის ნომერი: GE89TB7613336020100002
სესხის დაფარვა, ასევე შესაძლებელია TBC PAY-ს, Paybox-ისა და Express pay-ს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. აირჩიეთ: „ბანკები, დაზღვევა, მიკრო საფინანსო-credia.ge-სესხის დაფარვა“, შეიყვანეთ თქვენი სესხის რვა ნიშნა ნომერი და შეიტანეთ სესხისთვის საჭირო თანხა.
დიახ, სესხის ვადაზე ადრე დაფარვა შესაძლებელია. ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე (+995 032) 256 0406.
დამტკიცებული თანხა ირიცხება 15 წუთში ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე. თანხის გადარიცხვა ხორციელდება მომენტალურად ყოველ დღე ორშაბათი-პარასკევი 09:00-21:00 საათამდე, შაბათ-კვირას 10:00-19:00 საათამდე.
ყურადღება! ლიბერთისა და ხალიკ ბანკის ანგარიშზე გადარიცხული თანხები აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.